ავტორიზაცია

"რონალდუზე და მესიზე წინ დღეს სალაჰი დგას", - ლივერპულის ყოფილი თავდამსხმელი

"რონალდუზე და მესიზე წინ დღეს სალაჰი დგას", - ლივერპულის ყოფილი თავდამსხმელი
თარიღი 01 Oct 2021, 10:37

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დინ სონდერსმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიზე წინ დღესდღეობით ის მოჰამედ სალაჰს აყენებს.

"ვინ არის სალაჰზე ძლიერი დღეს? მის ანგარიშზე რვა შეხვედრაში რვა გატანილი გოლია და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ის თამაშობს არა ცენტრში, არამედ ფლანგზე.

ეგვიპტელი თავდამსხმელი არის შეუჩერებელი, დღეს ის რონალდუსა და მესიზე წინაც დგას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მოჰამედი გაჩერებას არ აპირებს".

როგორც უელსელმა ექს-ფორვარდმა აღნიშნა, მერსისაიდელთა შემტევის ანგარიშზე რვა მატჩში რვა გატანილი გოლია. პორტუგალიელი ბომბარდირის მონაგარი 5 თამაშში 5 ბურთს შეადგენს, არგენტინელმა კი "პსჟ"-ში ჯერ პირველი გოლი გაიტანა.

აქვე დავამატებთ, 29-წლის გოლეადორი "წითლებში" თამაშობს 2017 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან საერთო ჯამში 211 შეხვედრაში 133 ბურთის გატანა მოასწრო.