ავტორიზაცია

"კუმანი ჩემი ვალენსიური კარიერის ყველაზე ცუდი მწვრთნელია, მას არაფერი შეეძლო", - კანისარესი

"კუმანი ჩემი ვალენსიური კარიერის ყველაზე ცუდი მწვრთნელია, მას არაფერი შეეძლო", - კანისარესი
თარიღი 01 ოქტ 2021, 13:04

"ვალენსიას" ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა მწვავედ გააკრიტიკა "ბარსელონას" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი. შეგახსენებთ, სწორედ ნიდერლანდელმა გაუშვა "ღამურებიდან" ესპანელი თავის დროზე.

"კუმანი ჩემი 10-წლიანი ვალენსიური კარიერის ყველაზე ცუდი მწვრთნელია. ის იყო სუსტი როგორც ტაქტიკურ, ისე ფიზიკურ მომზადების საკითხებში. ნიდერლანდელს უბრალოდ არაფერი შეეძლო.

მას არ შეეძლო სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ამის გარდა, გასახდელზე კონტროლის დაკარგვა აგრეთვე მის კისერზეა. რონალდმა მე, ალბელდა და ანგულო გაგვიშვა შუა სეზონში, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ "ღამურებს" კარგი არაფერი მოუტანა.

ჩემთვის ის არასდროს არ იყო მაღალი დონის სპეციალისტი. დიახ, თავის დროზე კაპელომაც თქვა ჩემზე უარი, თუმცა მისი და ბარსელონას თავკაცის შედარება უადგილოა".

შეგახსენებთ, 58-წლის დამრიგებელი "მურსელაგოსში" მუშაობდა 2007/2008 წლების სეზონში. კუმანის მუშაობის დროს, "ლოს ჩე" ლა ლიგაში დაეშვა მე-15 ადგილამდე, ორი ქულის ინტერვალით გასავარდნ ზონასთან.

ამის გარდა, "მესტალიელებმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ადგილი დაიკავეს. როგორც ვხედავთ, ნიდერლანდელი თავკაცი მოწოდების სიმაღლეზე არც კატალონიაშია.