ავტორიზაცია

"ვალენსიაში გატარებულ ათ წელიწადში კუმანზე ცუდი მწვრთნელი არ მყოლია", - კანისარესი

"ვალენსიაში გატარებულ ათ წელიწადში კუმანზე ცუდი მწვრთნელი არ მყოლია", - კანისარესი
თარიღი 01 ოქტ 2021, 18:03

„ვალენსიას“ ექს-მეკარემ სანტიაგო კანისარესმა, „ბარსელონას“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი გააკრიტიკა.

ფეხბურთელი ნიდერლანდელის ხელმძღვანელობით 2007-2008 წლებში მუშაობდა.

„ტაქტიკური თვალსაზრისით კუმანი ფეხბურთელებს საჭირო ინსტრუმენტებს ვერ აძლევდა. მან ვერც ფიზიკური მომზადების ვარჯიშებში მოიტანა საჭირო შედეგი.

„ვალენსიაში“ გატარებული 10 წლის მანძილზე ის იყო ყველაზე ცუდი მწვრთნელი, რომელიც მყოლია. მან არ იცოდა, როგორ ემართა გასახდელი და მიეღო სწორი გადაწყვეტილებები.

მან მოკვეთა ალბელდა, ანგულო და მე, თანაც დეკემბერში, როცა გუნდში 25 ფეხბურთელი გვყავდა. შედეგად, 22 მოთამაშით დარჩა. ამ გადაწყვეტილებას არანაირი სარგებელი არ მოუტანია.

კუმანი კარგ მწვრთნელად არასდროს არ მეჩვენებოდა. სხვა სპეციალისტები, რომლებიც თუნდაც არ ამყარებდნენ ჩემზე იმედებს, მაინც კარგი მწვრთნელები იყვნენ, მაგალითად - ფაბიო კაპელო.“ - ციტირებს კანისარესის სიტყვებს Marca.