"ვფიქრობ თუ არა, რომ ლაპორტამ მესი მოატყუა?", - ლუის სუარესმა თავისი მეგობრის ბარსელონადან წასვლაზე ღიად ილაპარაკა

„ატლეტიკოს“ ფორვარმდა ლუის სუარესმა, „ბარსელონადან“ ლიონელ მესის წასვლაზე ილაპარაკა.
მესის გვერდით იყავით, როცა მან გაიაზრა, რომ „ბარსელონასთან“ დამშვიდობება მოუწევდა?
„მას გვერდში უნდა დავდგომოდი, რადგან ჩვენ ვმეგობრობთ. არ მინდოდა, რომ ის გულდაწყვეტილი ან განადგურებული ყოფილიყო. ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ლეო და „ბარსა“ ყველაფერზე შეთანხმებულები იყვნენ.
მესი ძალიან ბედნიერი იყო. ერთად გავატარეთ შვებულება და ის ცხოვრებით კმაყოფილებას ვერ მალავდა. მან მითხრა: „კარიერას „ბარსელონაში“ დავასრულებ, სულ ეს მინდოდა. კლუბმა ყველაფერი მომცა, ჩემი შვილებიც აქ ბედნიერები არიან.“ შემდეგ კი, ყველაფერი თავდაყირა ზუსტად ერთ საათში გახდა.
ამან ჩემზე დიდი გავლენა იქონია, რადგან ვხვდებოდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ლეოსთვის. ვხედავდი, რომ ის იტანჯება. მესის კლუბი უყვარს, „ბარსელონას“ წინაშე ის ვალში იყო. თუმცა, გვერდიდან ისე ჩანდა, რომ ის გუნდს მეფესავით ემშვიდობებოდა. ის კლუბის ისტორიაში საუკეთესოა.
მაგრამ, ის აღელვებული დარჩა იმით, თუ რა ფორმით მოხდა ეს ყველაფერი.
ფიქრობთ, რომ ლაპორტამ ლეო მოატყუა?
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი... ან, რომც ვიცოდე, ვერ ვიტყვი. მე ხომ მისი მეგობარი ვარ (იღიმის).
ვიცი, რომ ლეოს გარკვეული საკითხები აღელვებდა. ის უდიდესის სტატუსით წავიდა. ლეო „ბარსასთვის“ ყოველთვის ყველაფერს აძლევდა და კლუბისგანაც იგივეს იღებდა.“ - აღნიშნა სუარესმა.