ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელია ნიჟნი ნოვგოროდთან მატჩში სათადარიგოთა სკამზეა

ხვიჩა კვარაცხელია ნიჟნი ნოვგოროდთან მატჩში სათადარიგოთა სკამზეა
თარიღი 02 ოქტ 2021, 14:57

რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში ყაზანის რუბინი ნიჟნი ნოვგოროდს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

ნოვგოროდელთა წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების 20 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზეა. ასევე არაა სასტარტო შემადგენლობაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჯორჯე დესპოტოვიჩი.

ლეონიდ სლუცკის აღნიშნული გადაწყვეტილება აიხსნება იმით, რომ ბოლო მატჩებში ყაზანელთა ეს 2 შემტევი ძალიან ცუდ ფორმაშია და გუნდს შედეგიანი თამაშით ვერ ეხმარებიან, რუბინმა უკანასკნელ 2 შეხვედრაში 0 ქულა აიღო.

ნიჟნი ნოვგოროდთან მატჩი ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დაწყებამდე ბოლოა, ხვიჩა კვარაცხელია ხვალ, 3 ოქტომბერს საქართველოში, შეკრებაზე გამოსაცხადებლად გამოფრინდება.