კარგი ამბავი! ჩაკვეტაძე გენტის განაცხადში დაბრუნდა და სათამაშოდ მზადაა
გენტის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა კვირას, ანტვერპთან სათამაშოდ 22-კაციანი განაცხადი დაასახელა.
განაცხადშია საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეც, რომელმაც 2-დღიანი დასვენების შემდეგ გუნდთან ერთად გუშინ ივარჯიშა პირველად, დღესაც და ყველაფერი რიგზეა, ფეხბურთელი მზადაა სათამაშოდ.
გიორგი ჩაკვეტაძემ ანორთოსისთან კონფერენს ლიგის მატჩი გამოტოვა, რადგან 22 წლის შემტევს ბარძაყის კუნთი ატკივდა, სამედიცინო შტაბმა კი რამდენიმედღიანი დასვენების რეკომენდაცია მისცა.
4 ოქტომბერს გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოში, ნაკრების შეკრებაზე გამოფრინდება. ეროვნული გუნდი 9 ოქტომბერს საბერძნეთს, ხოლო 12 ოქტომბერს კოსოვოს შეხვდება.