ეტო'ო: "ატლეტიკოსთან მატჩი ბარსას ფეხბურთელებისთვის შანსია დაამტკიცონ, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან"
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტო'ომ ლა ლიგის ეგიდით "ატლეტიკოსთან" გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.
"ეს მატჩი იმ ფეხბურთელებისთვისაა, რომელთაც თავის გამოჩენა სურთ და ეცდებიან დაამტკიცონ, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, როცა ბევრი პირიქით ფიქრობს".
"ჩემი თვალსაზრისით, "ატლეტიკოს" დღესდღეობით ლა ლიგაში საუკეთესო გუნდი ჰყავს, ისინი მხოლოდ "ბარსელონაზე" უკეთესები არ არიან".
"ფავორიტები მადრიდელები იქნებიან, მაგრამ "ბარსა" ყოველთვის "ბარსაა", - ციტირებს 40 წლის კამერუნელის სიტყვებს Diario Sport.
ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის ეგიდით, "როხიბლანკოსა" და კატალონიური გრანდის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.