ვესტ ჰემმა ცოუფალს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
"ვესტ ჰემის" მცველმა, ვლადიმირ ცოუფალმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, ახალი ხელშეკრულება სამ წელზეა გათვლილი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.
29 წლის ჩეხი "ჩაქუჩებს" 2020/21 წლების სეზონის დაწყების წინ "სლავიადან" 5,5 მილიონ ევროდ შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში ცოუფალმა "ვესტ ჰემის" მაისურით 6 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.