ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის გრანდებს ინსინიეს ხელში ჩაგდება სურთ

პრემიერ ლიგის გრანდებს ინსინიეს ხელში ჩაგდება სურთ
თარიღი 02 ოქტ 2021, 19:13

"ნაპოლის" თავდამსხმელმა, ლორენცო ინსინიემ კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს, იტყობინება Corriere dello Sport.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის იტალიელისთვის "არსენალი" იბრძვის. აგრეთვე, ფეხბურთელით "ჩელსიც" ინტერესდება.

ცნობისთვის, გამოცდილი ფორვარდი ნეაპოლელებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ უთანხმდება.

მიმდინარე სეზონში ინსინიემ 8 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 ასისტიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში. Transfermarkt-ის ვერსიით, ლორენცოს სატრანსფერო ფასი 48 მილიონ ევროს შეადგენს.