VIDEO: ნაკრებში გოლით მოდის - კაკაბაძემ პოლონეთში სადებიუტო გოლი გაიტანა
პოლონური ექსტრაკლასას მე-10 ტურში კრაკოვიასა და სტალ მიეცის მატჩი ფრედ, 3-3 დასრულდა.
შეხვედრის 62-ე წუთზე კრაკოვიას შემადგენლობაში სადებიუტო გოლი საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ გაიტანა, რომელიც თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო.
ოთარ კაკაბაძე კრაკოვიას 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.
აღნიშნული მატჩი კრაკოვიას მაისურით ოთარ კაკაბაძისთვის მხოლოდ მე-4 იყო.