ავტორიზაცია

VIDEO: დარტყმა - ძელი, დარტყმა - ძელი, დარტყმა - სეივი, უფრო სწორედ გოლი - წლის ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული გოლი ჩელსის მატჩში გავიდა

თარიღი 02 ოქტ 2021, 20:07

„ჩელსი“ – „საუთჰემპტონის“ მატჩში ბოლო წუთებზე უცნაური და ძალიან კურიოზული გოლი გავიდა.

ერთ შეტევაში ძელს ჯერ ლუკაკუმ გაარტყა, შემდეგ ასპილიკუეტამ, ბოლოს კი ბენ ჩილველის დარტყმა თითქოს მეკარემ მოიგერია, თუმცა კარის აღების სისტემამ გოლი დააფიქსირა.