პირველი ფრე სეზონში - არსენალმა სტუმრად ბრაიტონს ვერ მოუგო
პრემიერ ლიგის მე-7 ტურში „არსენალი“ სტუმრად „ბრაიტონს“ დაუზავდა.
შეხვედრა სტადიონ„ ამექს სტედიუმზე“ გაიმართა და ფრედ, 0:0 დასრულდა.
მატჩში სტატისტიკურ უპირატესობა „ბრაიტონი“ ფლობდა, რომელიც „არსენალის“ კარს 21-ხელ დაემუქრა, თუმცა აქედან ზუსტი მხოლოდ 2 დარტყმა აღმოჩნდა.
„მეთოფეებმა“ მეტოქის კარისკენ გასროლა 8-ჯერ სცადეს და მათაც 2 ზუსტი დარტყმა ჰქონდათ, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა.
„არსენალმა“ ზედიზედ 3-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და სეზონში პირველი ფრე ითამაშა, ამრიგად გუნდს 7 მატჩში 10 ქულა აქვს და მე-9 ადგილს იკავებს, „ბრაიტონი“ კი 14 ქულით მე-5 პოზიციაზეა.