ავტორიზაცია

VIDEO: ქამბექი მეორე ტაიმში და მნიშვნელოვანი გამარჯვება! ინტერმა სტუმრად იმარჯვა

თარიღი 03 ოქტ 2021, 00:42

იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურში „ინტერმა“ სტუმრად „სასუოლო“ დაამარცხა.

შეხვედრა „მაპეი სტედიუმზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

22-ე წუთზე დომინიკო ბერარდიმ პენალტი ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა. „ინტერმა“ კი ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 58-ე წუთზე მოახერხა, როცა მოედანზე 1 წუთის გამოსულმა ედინ ჯეკომ გამოიჩინა თავი.

გამარჯვების გოლი კი ინძაგის გუნდმა 78-ე წუთზე გაიტანა, როცა ლაუტარო მარტინესმა პენალტი ზუსტად შეასრულა.

„ინტერმა“ 17 ქულა დააგროვა და ამ ეტაპზე მეორე ადგილს იკავებს, თუმცა ტურის ბოლოს მას შესაძლოა „მილანმა“ გადაასწროს.