"პირადად ვესაუბრე და გადაწყვეტილება მივიღეთ", - ლაპორტა კუმანის მომავალზე
როგორც "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, გუნდის მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს პირადად შეხვდა.
"კუმანს პირადად ვესაუბრე. გადავწყვიტეთ, რომ რჩება. რონალდს "ბარსელონა" უყვარს, გუნდის სჯერა. დარწმუნებული ვარ, სიტუაციის გამოსწორება შეუძლია".
"გულშემატკივრებს ვთხოვ მწვრთნელსა და გუნდს მხარი დაუჭირონ", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, ჰოლანდიელი სპეციალისტი "ბარსელონას" სათავეში 2020 წლის აგვისტოდან უდგას.
ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო კუმანის გათავისუფლების შესახებ.