ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? — ლივერპული VS სიტი, ორი გამორჩეული მატჩი სერია ა-ში და სხვა

რას ვუყუროთ დღეს? — ლივერპული VS სიტი, ორი გამორჩეული მატჩი სერია ა-ში და სხვა
თარიღი 03 ოქტ 2021, 12:13

დღეს, 3 ოქტომბერს, სანაკრებო პაუზის დაწყებამდე, ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებები გველის.

პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" "ლივერპულს" ესტუმრება, ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ "ტოტენჰემი" შინაურ კედლებში "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება, ესპანეთში ლიდერი მადრიდის "რეალი" გასვლით მატჩში "ესპანიოლს" შეხვდება. ლა ლიგის მსგავსად, გერმანიაშიც ერთ გამორჩეულ მატჩს ვიხილავთ, მიუნხენის "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" "აინტრახტს" მიიღებს.

საინტერესო მატჩები გაიმართება სერია ა-ში, სადაც დღეს "ფიორენტინა" - "ნაპოლისა" და "ატალანტა" - "მილანს" ვიხილავთ, აგრეთვე ითამაშებენ მაურისიო სარისა და ჟოზე მოურინიოს გუნდებიც - "ლაციო" "ბოლონიას" ესტუმრება, "რომა" კი "ემპოლის" უმასპინძლებს. რაც შეეხება ლიგა 1-ს, ერთპიროვნული ლიდერი "პარი სენ ჟერმენი" გასვლაზე "რენის" დამარცხებას ეცდება.

14:30 "ბოლონია" - "ლაციო"

15:00 "რენი" - "პსჟ"

17:00 "ტოტენჰემი" - "ასტონ ვილა"

18:15 "ესპანიოლი" - "რეალი"

19:30 "ბაიერნი" - "აინტრახტი"

19:30 "ლივერპული" - "მანჩესტერ სიტი"

20:00 "რომა" - "ემპოლი"

20:00 "ფიორენტინა" - "ნაპოლი"

22:45 "ატალანტა" - "მილანი"

23:00 "გრანადა" - "სევილია"