ავტორიზაცია

"3 საათიც რომ გვეთამაშა, გოლი შეიძლება მაინც ვერ გაგვეტანა", - პიკე ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ

"3 საათიც რომ გვეთამაშა, გოლი შეიძლება მაინც ვერ გაგვეტანა", - პიკე ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ
თარიღი 03 ოქტ 2021, 13:48

"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ატლეტიკოსთან" (0:2) გამართული მატჩის შესახებ ისაუბრა.

"კარგად დავიწყეთ, თამამად ვუტევდით, მაგრამ შემდეგ მათ იგდეს ხელთ ინიციატივა, ორი ერთმანეთის მსგავსი გოლი გაიტანეს. ჩვენ კი სამი საათიც რომ გვეთამაშა, გოლი შეიძლება მაინც ვერ გაგვეტანა".

"ბრძოლა და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ახლა დავისვენებთ, სანაკრებო მატჩებზე გადავერთვებით და უფრო ძლიერები დავბრუნდებით", - ციტირებს პიკეს სიტყვებს Marca.

ამ გამარჯვების შემდეგ, "ატლეტიკოს" 17 ქულა დაუგროვდა და ლა ლიგის ლიდერ "რეალს" გაუთანაბრდა, რომელიც თავის შეხვედრას დღეს ჩაატარებს. თავის მხრივ, "ბარსელონა" 12 ქულით მე-9 პოზიციაზეა.