ავტორიზაცია

სამტრედიას მორიგი მარცხი და თელავის მნიშვნელოვანი გამარჯვება

სამტრედიას მორიგი მარცხი და თელავის მნიშვნელოვანი გამარჯვება
თარიღი 03 ოქტ 2021, 17:37

ეროვნული ლიგის 28-ე ტურში გაიმართა საინტერესო დაპირისპირება "სამტრედიასა" და "თელავს" შორის.

მე-16 წუთზე ანგარიში ლაშა შერგელშვილმა გახსნა, რომელმაც საჯარიმო დარტყმით აიღო მეტოქის კარი.

35-ე წუთზე თავი ანტონ თოლორდავამ გამოიჩინა და კახელების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში თელაველებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და 2:0 გაიმარჯვეს.

28 ტურის შემდეგ, "სამტრედიას" 16 ქულა აქვს და ბოლო ადგილს იკავებს, "თელავი" კი 29 ქულით მე-7 ადგილზეა.