ავტორიზაცია

უოტფორდში ჩისკო შესაძლოა რანიერიმ შეცვალოს

უოტფორდში ჩისკო შესაძლოა რანიერიმ შეცვალოს
თარიღი 03 ოქტ 2021, 17:46

"უოტფორდის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარი კანდიდატი კლაუდიო რანიერია, წერს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი 69 წლის სპეციალისტთან კონტაქტი უკვე ჰქონდა და მასთან მოლაპარაკებები დაიწყო.

ამ დროისთვის რანიერი უმუშევარია, ბოლოს იგი "სამპდორიაში" მუშაობდა, საიდანაც 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ წავიდა.

დღეს, 3 ოქტომბერს, "უოტფორდმა" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჩისკო მუნიოსის გაშვება დაადასტურა. გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 7 მატჩში მოპოვებული 7 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.