ავტორიზაცია

ფეკირის გადაბირება პრემიერ ლიგის 3 კლუბს სურს

ფეკირის გადაბირება პრემიერ ლიგის 3 კლუბს სურს
თარიღი 03 ოქტ 2021, 17:55

"ბეტისის" შემტევმა ნახევარმცველმა, ნაბილ ფეკირმა კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, იტყობინება Fichajes.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ფრანგისთვის "ვესტ ჰემი", "ევერტონი" და "არსენალი" იბრძვიან.

მიუხედავად ამისა, როგორც აღინიშნება, ანდალუსიურ კლუბს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაშვება არ უნდა.

მიმდინარე სეზონში ფეკირმა 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ბეტისის" შემტევის სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს.