ფეკირის გადაბირება პრემიერ ლიგის 3 კლუბს სურს
"ბეტისის" შემტევმა ნახევარმცველმა, ნაბილ ფეკირმა კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, იტყობინება Fichajes.
გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ფრანგისთვის "ვესტ ჰემი", "ევერტონი" და "არსენალი" იბრძვიან.
მიუხედავად ამისა, როგორც აღინიშნება, ანდალუსიურ კლუბს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაშვება არ უნდა.
მიმდინარე სეზონში ფეკირმა 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, "ბეტისის" შემტევის სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს.