ავტორიზაცია

ატლეტიკო ბენფიკას მცველს აკვირდება

ატლეტიკო ბენფიკას მცველს აკვირდება
თარიღი 03 ოქტ 2021, 18:02

"ატლეტიკო" "ბენფიკას" მცველ ლუკას ვერისიმოთი ინტერესდება, იუწყება Record.

თუმცა, პორტუგალიური კლუბი 26 წლის ბრაზილიელის ზამთარში გაყიდვას არ აპირებს.

ლისაბონელები მზად იქნებიან თავიანთი ფეხბურთელის გაყიდვის ვარიანტი ზაფხულში განიხილონ და მას 30 მილიონ ევროდ აფასებენ.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ვერისიმოს "ბენფიკასთან" 2025 წელს ეწურება.

მიმდინარე სეზონში "არწივების" მცველმა ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.