ავტორიზაცია

VIDEO: პირველი მარცხი ლა ლიგაში და ზედიზედ მე-3 მოუგებელი მატჩი! რეალი ბარსელონაში დამარცხდა

თარიღი 03 ოქტ 2021, 20:12

ლა ლიგის მე-8 ტურში მადრიდის „რეალი“ სტუმრად „ესპანიოლთან“ დამარცხდა.

შეხვედრა სტადიონ „კორნელია ელ პრატზე“ გაიმართა და კატალონიური გუნდის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

„ესპანიოლის“ რიგებიდან გოლი რაულ დე ტომასმა და ალეიშ ვიდალმა გაიტანეს მე-17 და მე-60 წუთებზე, „რეალი“ კი 71-ე წუთზე მატჩში კარიმ ბენზემას გოლით დაბრუნდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა.

ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით „რეალმა“ ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო და დიდი ალბათობით, ტურის შემდეგ ლა ლიგის ლიდერობასაც დაკარგავს.