VIDEO: უხვგოლიანი შეხვედრა ენფილდზე! ლივერპულმა და სიტიმ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს
პრემიერ ლიგის მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ დაუზავდა.
შეხვედრა „ენფილდზე“ გაიმართა და ფრედ, 2:2 დასრულდა.
მატჩის ოთხივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა - „ლივერპული“ წინ ორჯერ გავიდა, თუმცა „სიტიმ“ ანგარიში ორჯერვე გაათანაბრა და მარცხს გადაურჩა.
მერსისაიდელთა მხრიდან გოლები სადიო მანემ და მო სალაჰმა გაიტანეს, „ქალაქელებში“ კი თავი ფოდენმა და დე ბრუინმა გამოიჩინეს.