ავტორიზაცია

VIDEO: ჟოზეს რომამ საკუთარ კედლებში იმარჯვა

თარიღი 03 ოქტ 2021, 22:05

სერია ა-ს მე-7 ტურში „რომამ“ საკუთარ კედლებში „ემპოლი“ დაამარცხა.

შეხვედრა „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

42-ე წუთზე ანგარიში ლორენცო პელეგრინიმ ჰენრიხ მხითარიანის პასით გახსნა, 48-ზე კი სომეხმა შემტევმა უკვე თავად გაიტანა და მოურინიოს გუნდს მორიგი სამი ქულა მოუტანა.

„რომამ“ 7 მატჩში 15 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილი გაიმყარა, „ემპოლი“ კი 9 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.