ავტორიზაცია

VIDEO: მფრინავი ქართველი - ლორიას ყველა სეივი აპოელის წინააღმდეგ

თარიღი 03 ოქტ 2021, 23:59

კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში ანორთსისისა და ნიქოზიის აპოელის შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

ამ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ანორთოსისის ქართველმა მეკარე გიორგი ლორიამ, რომელმაც 7 სეივი განახორციელა, რომელთაგანაც 2 ურთულესიც კი იყო. ერთ-ერთი "მკვდარი ბურთი" გიორგი ქვილითაიას აუღო.

ამ მატჩის შემდეგ ანორთოსისს 6 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა, ხოლო ნიქოზიის აპოელი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. დედაქალაქელებს 5 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.
ანორთოსისის შემადგენლობაში დღევანდელ მატჩში მხოლოდ გიორგი ლორიამ ითამაშა, ნიკა კაჭარავა და ნიკა ნინუა სათადარიგოთა შორის იყვნენ, ხოლო აპოელში გიორგი ქვილითაიამ გოლიც გაიტანა, მურთაზ დაუშვილი მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილს დისკვალიფიკაცია ჰქონდა.