ავტორიზაცია

"არ მომწონს ის, რასაც პსჟ ამბობს, ეს ტყუილია", - კილიან მბაპემ დაადასტურა, რომ ზაფხულში გუნდიდან წასვლა მოითხოვა

"არ მომწონს ის, რასაც პსჟ ამბობს, ეს ტყუილია", - კილიან მბაპემ დაადასტურა, რომ ზაფხულში გუნდიდან წასვლა მოითხოვა
თარიღი 04 Oct 2021, 14:48

„პარი სენ-ჟერმენის“ ფრანგმა შემტევმა, კილიან მბაპემ დაადასტურა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის დატოვება ითხოვა.

„ზაფხულში „პსჟ-ს“ ვუთხარი, რომ გუნდის დატოვება მსურს. გადავწყვიტე, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება არ მინდა და ვიფიქრე, რომ კლუბი ჩემი გაყიდვით თანხას გამოიმუშავებდა და კარგ შემცვლელსაც დაიმატებდა.

მინდოდა, რომ კლუბებს შორის ყველაფერი პროფესიონალურ დონეზე მომხდარიყო და შეთანხმება გაფორმებულიყო, თუმცა „პსჟ-ს“ გადაწყვეტილებას პატივი ვეცი და ვუთხარი, რომ თუ ჩემი წასვლა არ უნდათ, დავრჩები.

არ მომწონს ის, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ცდილობს გამოაჩინოს, თითქოს გუნდის დატოვება აგვისტოს ბოლოს კვირაში მოვითხოვე, ეს ქურდობის მსგავსი იქნებოდა. მე მათ ივლისის ბოლოს გავაგებინე, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება არ მინდა და წასვლა მსურს. 

მართალია, რომ „პსჟ-ს“ ჩემი პოზიცია მკაფიოდ დავუფიქსირე, თუმცა ზოგი ამბობს, რომ 6 თუ 7 შემოთავაზებაზე ვუთხარი კლუბს უარი, რაც სიცრუეა. არც ის არის მართალი, თითქოს ლეონარდოსთან ლაპარაკიც აღარ მსურს.

არის თუ არა სიმართლე ის, რომ ახლა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე პრეზიდენტი აპირებს დალაპარაკებას, რადგან ლეონარდომ თავის საქმეს ვერ გაართვა თავი? 

ეს ჩემი საფიქრალი არ არის, მე საკუთარი პოზიცია თავიდანვე მკაფიოდ დავაფიქსირე.“ - აღნიშნა ფრანგმა შემტევმა.

კილიან მბაპეს „პსჟ-სთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მისი გადაბირების მთავარ ფავორიტად მადრიდის „რეალი“ მიიჩნევა, რომელიც მის შეძენას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა.