ავტორიზაცია

"აპოელის წარმატების მჯერა, სირთულეებს ერთად გადავაგორებთ", - ქვილითაია

"აპოელის წარმატების მჯერა, სირთულეებს ერთად გადავაგორებთ", - ქვილითაია
თარიღი 05 ოქტ 2021, 14:31

"აპოელის" თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ თავისი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე კვიპროსულ Goal-თან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ნიქოზიელები გასულ ტურში "ანორთოსისთან" დამარცხდნენ, 1:2.

"ანორთოსის წინააღმდეგ დაფიქსირებული შედეგით ვართ იმედგაცრუებულები. აპოელის თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს გუნდი დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია.

მჯერა, რომ ჩვენი შრომითა და ნოქოზიელი გულშემატკივრების მხარდაჭერით, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა კვიპროსული გუნდის ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ ხუთი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, "ლურჯ-ყვითლები" სამი ქულით არიან ბოლოსწინა, მე-11 ადგილზე. 28-წლის შემტევის გარდა, საფრონის ავგოუსტის გუნდში აგრეთვე ირიცხებიან თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი.

რაც შეეხება "აპოელის" მე-11 ნომერს, გასულ ტურში მან ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. როგორც ვიცით, ქართველმა წინახაზელმა თანამემამულე გიორგი ლორიას კარი აიღო.