ლაპორტამ კუმანს ჰოლანდიურ მედიასთან საუბარი აუკრძალა და გადაცემა ჩაშალა
ჰოლანდიური თოქ-შოუ HLF8-ის რედაქტორმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს მედიასთან კონტაქტი შეუზღუდა.
ვარაუდობდნენ, რომ კუმანი იმ გადაცემაში მიიღებდა მონაწილეობას, რომლის წამყვანიც მისი მეგობარი ჯონი დე მოლია, მაგრამ ღონისძიება ჩაიშალა.
"ყველაფერი აწყობილი იყო, მაგრამ უცებ დაიშალა. ჯონი დე მოლი პარასკევს კუმანს ესაუბრა. რონალდს უნდოდა შოუს ნებისმიერ შემთხვევაში დასწრებოდა, მიუხედავად იმისა, გაათავისუფლებდნენ თუ არა".
"მას შემდეგ, რაც გამოშვება დავაანონსეთ, ლაპორტამ კუმანს აცნობა, რომ ჰოლანდიურ მედიასთან საუბარს უკრძალავდა", - თქვა რედაქტორმა და როგორც აღნიშნა, კუმანს საბოლოო ჯამში HLF8-ში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწია.
"ბარსელონას კარგი ლიდერი სჭირდება", - იჯარით წასული პიანიჩი კუმანს აკრიტიკებს