ავტორიზაცია

ბარსელონას 17 წლის ნახევარმცველი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში შევიდა

ბარსელონას 17 წლის ნახევარმცველი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში შევიდა
თარიღი 06 ოქტ 2021, 23:01

ერთა ლიგის პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და იტალიის ნაკრებები ეთამაშებიან (პირველი ტაიმი, 0:0).

„ფურია როხას“ სასტარტო შემადგენლობაში „ბარსელონას“ 17 წლის ნახევარმცველი გავი მოხვდა, რომელიც ამ მატჩში მონაწილეობის მიღებით ესპანეთის ნაკრების ისტორიაში შევიდა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე ამ ნაკრების მაისურით უთამაშია - 17 წლის და 62 დღის.

იტალიამ ერთა ლიგის A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რობერტო მანჩინის გუნდმა 6 მატჩში 12 ქულა დააგროვა. 

რაც შეეხება ესპანეთს, ლუის ენრიკეს შეგირდებმა 6 მატჩში 11 ქულა მოიპოვეს და საკუთარ ჯგუფში ასევე პირველი ადგილი დაიკავეს.

მეორე ნახევარფინალში ხვალ, 7 ოქტომბერს, ერთმანეთს ბელგიისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.