ავტორიზაცია

VIDEO: ევროპის მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია! ესპანეთი ერთა ლიგის ფინალშია

თარიღი 07 ოქტ 2021, 00:45

ერთა ლიგის პირველ ნახევარფინალში ესპანეთმა სტუმრად იტალია დაამარცხა და ფინალში გავიდა.

შეხვედრა მილანში „ჯუზეპე მეაცას“ სტადიონზე გაიმართა და „ფურია როხას“ გამარჯვებით 2;1 დასრულდა.

ესპანელებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს მე-17 და 45+1 წუთებზე ფერან ტორესმა დუბლი მიითვალა და საწყის 45 წუთში „ფურია როხას“ კომფორტული უპირატესობა გაუნაღდა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონების ვითარება იმან დაამძიმა, რომ პირველივე ტაიმში ბონუჩიმ 30-ე და 42-ე წუთებზე ყვითელი ბარათები მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

კაცნაკლულად თამაშის მიუხედავად, იტალიამ 83-ე წუთზე ერთი ბურთი ლორენცო პელეგრინის გოლით გაქვითა და იტალია თამაშში დაბრუნდა, თუმცა მეტი რობერტო მანჩინის გუნდმა ვერაფერი გააწყო და დამარცხა.

ესპანეთი ერთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც 10 ოქტომბერს საფრანგეთი - ბელგიას წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.