ავტორიზაცია

ესპანეთის ნაკრებმა იტალიის ყველა დროის საუკეთესო სვლა დაასრულა!

ესპანეთის ნაკრებმა იტალიის ყველა დროის საუკეთესო სვლა დაასრულა!
თარიღი 07 ოქტ 2021, 00:54

იტალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო საერთაშორისო წაუგებელი სერია დასრულებულია.

რობერტო მანჩინის გუნდმა 2018 წლის შემდეგ 37 წაუგებელი მატჩი ჩაატარა და მსოფლიო ფეხბურთის რეკორდი დაამყარა. 

იტალიამდე, რეკორდი ესპანეთს და ბრაზილიას ეკუთვნოდათ, რომლებმაც დროის სხვადასხვა მონაკვეთში 35 წაუგებელი მატჩის ჩატარება მოახერხეს.

სკუადრა აძურას ბოლო მარცხი 2018 წლის სექტემბრით იყო დათარიღებული, როცა მანჩინის გუნდი ერთა ლიგაზე პორტუგალიასთან 0:1 დამარცხდა.

მას შემდეგ, იტალიამ 37 მატჩი ჩაატარა, 28 მოიგო და 9 ფრედ დაასრულა.

იტალიელთა წაუგებელი სერია კი ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა დაასრულა, რომელმაც „სან-სიროზე“ 2:1 იმარჯვა და ფინალში გასვლა მოახერხა.

ერთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში 10 სექტემბერს ესპანეთი ბელგია - საფრანგეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, ეს მატჩი ხვალ გაიმართება.