ავტორიზაცია

კონტრაქტი გაფორმდა - ლევან მჭედლიძე ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს!

კონტრაქტი გაფორმდა - ლევან მჭედლიძე ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს!
თარიღი 07 ოქტ 2021, 12:34

საქართველოს ნაკრების 31 წლის ექს-ფორვარდი ლევან მჭედლიძე კვლავ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

Goal.Ge-ს ინფორმაციით, ლევან მჭედლიძემ ხელშეკრულება ქუთაისის ტორპედოსთან სეზონის ბოლომდე გააფორმა, მან გუნდთან ერთად ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება დაისახა მიზნად.

ლევან მჭედლიძის ბოლო 2 გუნდი ქართული იყო. ემპოლის ყოფილმა შემტევმა 2019-20 წლებში დინამო თბილისში ითამაშა, ხოლო 2021 წლის დასაწყისში რამდენიმე თვით ბათუმის დინამოში იყო.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტორპედოს ნიუ ვიჟენის სახით ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ქუთაისის ტორპედოს გენერალური დირექტორი კი ლევან მჭედლიძის ძმა, გიორგი მჭედლიძე იქნება.