ავტორიზაცია

ლინეკერი საუკეთესო ფეხბურთელზე: "მესის გამო ეს საკითხი არ დგას, მაგრამ რონალდუც უდიდესია"

ლინეკერი საუკეთესო ფეხბურთელზე: "მესის გამო ეს საკითხი არ დგას, მაგრამ რონალდუც უდიდესია"
თარიღი 07 Oct 2021, 19:51

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გარი ლინეკერმა არგენტინელი ფორვარდების, დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

– ინგლისელი ხართ, მაგრამ მარადონა და მესი გიყვართ. გკიცხავენ თუ არა ამის გამო სამშობლოში?

"მათ ბედნიერება გვაჩუქეს. სხვა დიდებული ფეხბურთელებიც იყვნენ, ისეთები, როგორებიც რონალდო და კრიშტიანუ რონალდუ არიან, მაგრამ მათ მე უფრო ბრწყინვალე ბომბარდირებად განვიხილავ".

"დიეგო და ლეო თითოეულ თამაშში ორ-სამ ისეთ რაღაცას აკეთებდნენ, რაც ვერც მე და ვერც სხვა ფეხბურთელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მთელი კარიერის მანძილზე ვერ შეძლო. ისინი სპორტის სხვა სახეობას თამაშობენ".

"აგრეთვე, კრიშტიანუ მიყვარს, მას უდიდესი პატივისცემით ვეპყრობი. ისიც დიდებული ფეხბურთელია. თუმცა, მე ასე ვფიქრობ: იმის გამო, რასაც ლეო აკეთებს, საკითხი, ვინ არის საუკეთესო საუკეთესოთა შორის, არ დგას. მათი შედარება ტკივილს მაყენებს, ორივე დიდებულია", - ციტირებს ლინეკერის სიტყვებს Marca.