ავტორიზაცია

სუარესი ბარსადან წასვლის შესახებ: "კუმანის ზარი 40 წამს გაგრძელდა, ლეგენდებს ასე არ ემშვიდობებიან"

სუარესი ბარსადან წასვლის შესახებ: "კუმანის ზარი 40 წამს გაგრძელდა, ლეგენდებს ასე არ ემშვიდობებიან"
თარიღი 07 ოქტ 2021, 20:32

"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა 2020 წლის ზაფხულში "ბარსელონას" იძულებით დატოვების შესახებ ისაუბრა.

"კუმანის ზარი 40 წამს გაგრძელდა. ლეგენდებს ასე არ ემშვიდობებიან", - ციტირებს ურუგვაელის სიტყვებს Marca.

"როგორც თავიდან მითხრა, მის გეგმებში არ შევდიოდი, შემდეგ კი განმიცხადა, თუ ჩემს კონკრაქტთან დაკავშირებული სიტუაცია არ გადაწყდებოდა, "ვილიარეალის" წინააღმდეგ ვითამაშებდი".

"გამბედაობა არ ეყო იმისათვის, რათა ჩემთვის ეთქვა, კონკრეტულად ვის არ ვჭირდებოდი - მას თუ კლუბს. ძალიან რთული იყო - მას შემდეგ, რაც კლუბისთვის გავაკეთე. ამ ზარის შემდეგ მეუღლესა და მესის ვესაუბრე".

"რთული წელიწადი გამოვიდა. მესიმ მაშინ მითხრა, რომ წასვლა უნდოდა, მე კი კლუბიდან გამაგდეს. ჩვენი ოჯახებისთვის საშინელი დრო იყო", - დასძინა სუარესმა.