ავტორიზაცია

აბრაჰამი რომაში ტრანსფერზე: "მოურინიომ დამირეკა: "რა გინდა, მზით ისიამოვნო თუ წვიმის ქვეშ დარჩე?"

აბრაჰამი რომაში ტრანსფერზე: "მოურინიომ დამირეკა: "რა გინდა, მზით ისიამოვნო თუ წვიმის ქვეშ დარჩე?"
თარიღი 07 ოქტ 2021, 23:04

"რომას" თავდამსხმელმა, ტემი აბრაჰამმა გასულ ზაფხულს ლონდონის "ჩელსიდან" რომაულ კლუბში გადასვლის შესახებ ისაუბრა.

"მოურინიომ დამირეკა: "რა გინდა, მზით ისიამოვნო თუ წვიმის ქვეშ დარჩე?" (იღიმის). ვიფიქრე, რომ პრემიერ ლიგაში თამაში და დარჩენა მინდოდა - ეს არის ჩემი სახლი-თქო".

"მინდა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელებს შორის ვიყო. ეს არის ჩემი მიზანი და არ გავჩერდები, სანამ არ მივაღწევ".

"ჩელსიში" თადარიგში ჯდომა ყველაზე მარტივი ვარიანტი იყო. მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი და თავი გამომეჩინა. რა თქმა უნდა, ეს საგანგაშო იყო, ქვეყნის შეცვლა ყოველთვის თამამი ნაბიჯია".

"მაგრამ ახალგაზრდა ინგლისელ ფეხბურთელებს ასე მოქცევას ვურჩევდი. გირჩევთ, არ გეშინოდეთ. ბევრს გაიგებთ საკუთარ თავზე. ეს რთულია, მაგრამ ვეჩვევი", - ციტირებს ინგლისელის სიტყვებს The Guardian.