ავტორიზაცია

"ლივერპულიდან წასვლა აქამდეც მინდოდა", - შაქირიმ კლუბიდან წასვლის შესახებ ისაუბრა

"ლივერპულიდან წასვლა აქამდეც მინდოდა", - შაქირიმ კლუბიდან წასვლის შესახებ ისაუბრა
თარიღი 07 ოქტ 2021, 23:10

"ლიონის" შემტევმა ნახევარმცველმა, ხერდან შაქირიმ გასულ ზაფხულს "ლივერპულიდან" წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

– იწერებოდა, რომ "ლიონთან" კავშირი 2020 წლიდან გქონდათ.

"ლივერპულის" დატოვება აქამდეც მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო, კლუბი არ გამიშვებდა. მთავარია, ახლა წავედი. წინადადებები მქონდა ესპანეთიდან და იტალიიდანაც".

– ესე იგი, წელიწადი დაკარგეთ?

"არა ასე არ ვფიქრობ".

– დაგემშვიდობა თუ არა პირადად კლოპი?

"ამ ყველაფრის წინ, მას მობილური ტელეფონით ველაპარაკე. როცა დრო მოვიდა, მომწერა. წარმატებები მისურვა და მითხრა, რომ კარგი ფეხბურთელი და კარგი ადამიანი ვარ. პრობლემა არასოდეს გვქონია, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მაგრამ ახალი გამოწვევა მინდოდა, ეს ფეხბურთში ნორმალურია. იურგენი ამ მხრივ დამეხმარა", - ციტირებს შაქირის სიტყვებს ბრიტანული მედია.