ავტორიზაცია

VIDEO: სასწაული მატჩი და დიდი დრამა ტურინში! საფრანგეთმა ბელგიას 0:2-დან დაუტრიალა და ფინალში გავიდა

თარიღი 08 ოქტ 2021, 00:39

ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელგიასა და საფრანგეთის დაპირისპირებაში ნამდვილი სანახაობა ვიხილეთ

მატჩი ტურინში „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართა და ფრანგების გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

პირველი ტაიმი ბელგიამ 2:0 კარასკოს და ლუკაკუს გოლებით მოიგო, თუმცა მთავარი სანახაობა მეორე ნახევარში ვიხილეთ - 62-ე წუთზე სხვაობა ბენზემამ შეამცირა, 69-ზე კილიან მბაპემ პენალტი ზუსტად შეასრულა და ტაბლოზე წონასწორობა აღადგინა.

87-ე წუთზე ლუკაკუმ თითქოს გამარჯვების გოლი გაიტანა, თუმცა კარის აღება მიზერული თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. 

გამარჯვების გოლი კი ფრანგმა 90+1 წუთზე გაიტანეს - საჯარიმოს გარედან „მილანის“ მცველმა ტეო ერნანდესმა გაისროლა და ტიბო კურტუას შანსი არ დაუტოვა.

ამ გამარჯვებით საფრანგეთი ერთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც 10 ოქტომბერს ესპანეთს დაუპირისპირდება.