ავტორიზაცია

"მან ვიღაც მოკლა? რამდენადაც ვიცი, არა!", - მინო რაიოლამ იტალიის ფანების მხრიდან დონარუმას სტვენაზე ისაუბრა

"მან ვიღაც მოკლა? რამდენადაც ვიცი, არა!", - მინო რაიოლამ იტალიის ფანების მხრიდან დონარუმას სტვენაზე ისაუბრა
თარიღი 08 ოქტ 2021, 15:05

„პსჟ-ს“ და იტალიის ნაკრების მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა, მინო რაიოლამ, იტალიელი გულშემატკივრების მხრიდან გოლკიპერის მიმართ სტვენაზე ისაუბრა.

ესპანეთთან ერთა ლიგის ნახევარფინალში ევრო 2020-ს საუკეთესო ფეხბურთელს საკუთარმა გულშემატკივარმა დაუსტვინა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გასულ ზაფხულს მეკარემ მშობლიური „მილანი“ „პსჟ-ზე“ გაცვალა.

„ჯანლუიჯის მიმართ სტვენა ჩემთვის გულისამრევია. მაინტერესებს, რატომ არ ჩაერია „მილანი“ მას შემდეგ, რაც მოედანზე ეს საშინელი ბანერი გაჩნდა.

გინდათ მუქარებზე ვილაპარაკოთ? მან ვიღაც მოკლა? რამდენადაც ვიცი, არა! სიმართლე ის არის, რომ „მილანს“ დონარუმას შეკავება არ შეეძლო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ვისაც გინდათ ჰკითხეთ, თუნდაც მამამისს - რას ურჩევდა შვილს, „პსჟ-ში“ გადასვლას თუ „მილანში“ დარჩენას?

ის, რაც სტადიონზე მოხდა - სამწუხარო, გაუგებარი და სამარცხვინოა. სამწუხაროა, როცა გულშემატკივრები აკრიტიკებენ ბიჭს, რომელსაც ცუდი არაფერი გაუკეთებია. მისი ბრალი მხოლოდ ის არის, რომ მან არჩევანი თავისუფლად გააკეთა.“ - ციტირებს რაიოლას სიტყვებს Corriere dello sport.