ავტორიზაცია

"მახსოვს ეს საუბარი, ყველაფერი სხვანაირად იყო", - ალაბამ ული ჰიონესს უპასუხა

"მახსოვს ეს საუბარი, ყველაფერი სხვანაირად იყო", - ალაბამ ული ჰიონესს უპასუხა
თარიღი 08 ოქტ 2021, 16:31

დაახლოებით ერთი თვის წინ მიცემულ ინტერვიუში, „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა დასძინა, რომ მადრიდის „რეალის“ მცველს, დავიდ ალაბას, თავის დროზე კარიერის გაგრძელება „ბარსელონაში“ სურდა.

ჰიონესის თქმით, ავსტრიელმა ეს მას პირადად უთხრა:

„მახსოვს ეს საუბარი. ყველაფერი სხვანაირად იყო, არა ისე, როგორც მან თქვა.“ 

გარდა ამისა, ალაბამ თავის თანამემამულე იუსუფ დემირთან კლასიკოში მოახლოვებულ შეხვედრაზეც ილაპარაკა:

„გასახდელში კლასიკოში შეხვედრაზე ვილაპარაკეთ. გვიხარია, რომ ასეთ კლუბებში ავსტრიას წარვადგენთ.

ესპანეთში ერთმანეთს ჯერ არ შევხვედრილვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს შეიცვლება.“ - ციტირებს ალაბას სიტყვებს Marca.