ავტორიზაცია

ლაპორტა: "იმედი მქონდა, რომ მესი უფასოდ დარჩენას შემოგვთავაზებდა და არ წავიდოდა"

ლაპორტა: "იმედი მქონდა, რომ მესი უფასოდ დარჩენას შემოგვთავაზებდა და არ წავიდოდა"
თარიღი 08 Oct 2021, 16:47

როგორც იცით, ლეო მესიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი კლუბის ფინანსური პრობლემების გამო ვერ გაახანგრძლივა და გუნდის დატოვება იძულებით მოუწია.

მხარეები შეთანხმებულები იყვნენ, თუმცა კლუბმა მისი ახალი კონტრაქტი ლა ლიგაში გადაჭარბებული სახელფასო ჭერის გამო ვერ დაარეგისტრირა. ამ ამბავზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა „ბარსას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ.

„მესი ზედმეტად მიყვარს რომ მასზე გაბრაზებული ვიყო. თუმცა, არის პერიოდი როცა ხედავ რომ რაღაცის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია და ამ დროს, ორივე მხარე იმედგაცრუებული იყო.

მას დარჩენა ძალიან უნდოდა, თუმცა მასზე ზეწოლას შემოთავაზება ახდენდა. მან იცოდა, რომ თუ არ დარჩებოდა, „პსჟ-ში“ გადასვლა შეეძლო.

ის „ბარსელონას“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად დარჩება და მინექ, რომ ეს ყველასთვის ნათელი იყოს. მაგრამ, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ მას „პსჟ-ს“ შემოთავაზება ჯერ კიდევ „ბარსელონადან“ წასვლამდე ჰქონდა. ვიცოდით, რომ მას უკეთეს პირობებს სთავაზობდნენ.

როცა გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა, ვფიქრობდი რომ „ბარსელონასთვის“ საუკეთესო გამოსავალი ეს იყო. იმედი მქონდა, ის სიტუაციას შეცვლიდა და იტყოდა, რომ უფასოდაც დარჩება, თუმცა რთულია ასეთი დონის ფეხბურთელისგან ასეთი ნაბიჯის გადადგმას ელოდო.

ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვიცოდით, რომ თუ ფინანსურ სიტუაციას დავალაგებდით მესის დატოვება შესაძლებელი გახდებოდა, თუმცა პარიზიდან მიღებული შემოთავაზების გამეორებად ნამდვილად ვერ მოვახერხებდით.“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Marca.