ავტორიზაცია

კვლავ სარისთან ერთად, ამჯერად სერია ა-ში? — კეპა არისაბალაგას სერიოზული მსურველი ჰყავს

კვლავ სარისთან ერთად, ამჯერად სერია ა-ში? — კეპა არისაბალაგას სერიოზული მსურველი ჰყავს
თარიღი 08 ოქტ 2021, 22:05

"ჩელსის" გოლკიპერმა, კეპა არისაბალაგამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა ლონდონური კლუბი დატოვოს.

როგორც იტალიურ პრესაში იწერება, 27 წლის მეკარით "ლაციო" ინტერესდება. რომაელები ვარიანტებს ეძებენ იმ შემთხვევისთვის, თუ ტომას სტრაკოშა სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით კლუბს დატოვებს, მით უმეტეს გუნდის მეორე კიპერი, ხოსე რეინა უკვე 39 წლის გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ რომაული კლუბი, რომელსაც ამჟამად "ჩელსის" ყოფილი თავკაცი, მაურისიო სარი წვრთნის, გასულ ზაფხულს "არისტოკრატებს" არისაბალაგას იჯარაზე უკვე დაუკავშირდა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ესპანელის მაღალი ხელფასია: "ჩელსის" "ლაციოსთან" გარიგების დასადებლად როგორც მინიმუმ მისი ნახევრის ანაზღაურება მოუწევს (დაახლოებით 4 მილიონი ევრო).

პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კეპამ ლონდონელთა ღირსება ერთადერთ შეხვედრაში დაიცვა, გუნდის ძირითადი კიპერი ედუარ მენდია.