ავტორიზაცია

აზარი კვლავ დაშავდა — რა შედეგები აჩვენა ანალიზმა და რამდენად სერიოზულ ტრავმას გადაურჩა ბელგიელი?

აზარი კვლავ დაშავდა — რა შედეგები აჩვენა ანალიზმა და რამდენად სერიოზულ ტრავმას გადაურჩა ბელგიელი?
თარიღი 08 ოქტ 2021, 22:56

ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის ეგიდით, ბელგიისა და საფრანგეთის ნაკრებებს (2:3) შორის გამართულ მატჩში ედენ აზარი დაშავდა.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, "რეალის" 30 წლის თავდამსხმელის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

აზარს ბარძაყის უკანა ნაწილთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, თუმცა კუნთის გაწყვეტას გადარჩა. ბელგიის ნაკრების ექიმების მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ კუნთი გადაიტვირთა.

უახლოეს მომავალში ბელგიელი სუპერვარსკვლავი სამედიცინო ტესტების გავლას გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ აზარს მიმდინარე სეზონში არც კლუბის და არც ნაკრების მაისურით ერთი სრული მატჩიც კი არ ჩაუტარებია.