ისკოთი პრემიერ ლიგის კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა

"ლესტერი" "რეალის" ნახევარმცველის, ისკო ალარკონის დამატებითაა დაინტერესებული, იტყობინება Fichajes.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა 29 წლის ესპანელი შეიძლება ზამთარში იყიდოს ან 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატოს, შემდგომი შესყიდვის ვალდებულებით.
მიმდინარე სეზონში ისკომ "რეალის" რიგებში 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, სასტარტო შემადგენლობაში იგი ორჯერ მოგვევლინა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ესპანელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს. აქამდე არსებული ცნობით, მისი დამატებით "მილანიცაა" დაინტერესებული.