ავტორიზაცია

მეორე ფეხბურთელი ისტორიაში - ჯაბა კანკავა ასიანთა კლუბში გაწევრიანდა

მეორე ფეხბურთელი ისტორიაში - ჯაბა კანკავა ასიანთა კლუბში გაწევრიანდა
თარიღი 09 ოქტ 2021, 21:33

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა საბერძნეთთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა.

აღნიშნული შეხვედრა კანკავასთვის განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს - საქმე ისაა, რომ ქართველი ვეტერანი ეროვნული ნაკრების მაისურით თავის მე-100 თამაშს ატარებს.

შესაბამისად, კანკავა გახდა მხოლოდ მეორე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების ისტორიაში, რომელმაც ნაკრების მაისურით 100+ მატჩის ჩატარება მოახერხა.

პირველი, ვინც ეს შეძლო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილია, რომელმაც ნაკრებში ასპარეზობა სწორედ 100 მატჩით დაასრულა.

კანკავას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2004 წელს გაიმართა და ამ პერიოდში, 100 ჩატარებულ შეხვედრაში მან 10 გოლი გაიტანა.

100 შეხვედრიდან 61-ში ჯაბა მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გავიდა.