ავტორიზაცია

შეფასებები: როცა ჩვენი სუპერ შეტევის მიუხედავად, საუკეთესო ფეხბურთელი მეკარეა

შეფასებები: როცა ჩვენი სუპერ შეტევის მიუხედავად, საუკეთესო ფეხბურთელი მეკარეა
თარიღი 09 ოქტ 2021, 22:11

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მატჩი უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბოლო 5 წუთში მეტოქემ 2 გოლი გაგვიტანა.

ერთი შეხედვით, ჩაკვეტაძის, კვარაცხელიას, მიქაუტაძის და სხვების სახით, სუპერ შეტევა გვყავდა, თუმცა ძალიან ცოტა მომენტი შევქმენით.

ამ სუპერ შემტევების ფონზე, ჩვენი ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე გიორგი ლორია გახდა.

ყველაზე დაბალი შეფასება კი გურამ გიორბელიძემ მიიღო, რომელმაც პენალტი აიკიდა.