ავტორიზაცია

ერთა ლიგის კულმინაციის დღე: ესპანეთი ამჯერად მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ და მატჩი მესამე ადგილისთვის

ერთა ლიგის კულმინაციის დღე: ესპანეთი ამჯერად მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ და მატჩი მესამე ადგილისთვის
თარიღი 10 ოქტ 2021, 10:51

ერთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ესპანეთი - საფრანგეთი

დღეს, 10 ოქტომბერს, 22:45 – „სან სირო“, მილანი

ფინალისაკენ მიმავალ გზაზე გუნდებმა რთული მეტოქეები ჩამოიშორეს - ესპანეთმა იტალიის 37-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და ევროპის ჩემპიონები შინ ნაადრევად გაუშვა. დეშამის შეგირდებმა კი ბელგიის ნაკრებთან თითქმის წაგებული მატჩი შემოატრიალეს და 0:2-დან 3:2 მოიგეს.

ბელგიასთან მატჩმა ფრანგების დაცვაში არსებული პრობლემები გამოააშკარავა: ბელგიელი ფორვარდები სულ მცველების ზურგს უკან აკეთებდნენ შერბენებს და ლორისის კართან ხიფათს ქმნიდნენ. თუმცა, დეშამმა თავისი გუნდის თამაში გადააწყო - გუნდური პრესინგი ასწია და მბაპეს მოედანზე თავისუფლება მისცა - სწორედ კილიანმა შეიტანა მატჩში გადამწყვეტი გარდატეხა.

Karim Benzema Reveals Why He Let Mbappe Take The Crucial Penalty Against  Belgium

რაც შეეხება ესპანეთს, ენრიკეს ბიჭებმა ესპანურ სტილში მოიგეს - ბურთის ხანგრძლივი ფლობა, მეტოქის საჯარიმოს წინ ფარფაში და ბურთის „კარში შეტანის“ მცდელობა. განსაკუთრებით კარგად გამოიჩინა თავი ახალგაზრდა გავიმ, რომლისთვისაც ეს დებიუტი იყო და ის გუნდის საერთო სურათში კარგად ჩაჯდა.

მოახლოვებულ მატჩში აშკარა ფავორიტის გამოვლენა რთულია, რადგან ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს და მეტოქის შეცდომებს კარგად იყენებს.

თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატებს კანტე არ ჰყავთ, რაც მათ თამაშზე ნეგატიურად ისახება - თუ დეშამი გადამწყვეტი მატჩის წინ გუნდის დაცვაში თამაშს არ დაალაგებს, ფრანგებს პრობლემები ექნებათ.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: სიმონი - ასპილიკუეტა, ლაპორტი, პაუ ტორესი, ალონსო - ბუსკეტსი, კოკე, გავი - ფერან ტორესი, სარაბია, ოიარსაბალი

საფრანგეთი: ლორისი - ლუკა ერნანდესი, ვარანი, კუნდე - ტეო ერნანდესი, პოგბა, ჩუამენი, პავარი - გრიზმანი, ბენზემა, მბაპე.

იტალია - ბელგია 

დღეს, 10 ოქტომბერს, 17:00 – „ალიანც სტედიუმი“, ტურინი

მესამე ადგილისთვის გასამართ მატჩში კი ერთმანეთს ბელგიისა და მოქმედი ევროპის ჩემპიონი იტალიის ნაკრები დაუპირისპირდებიან.

ევროპის ჩემპიონებმა ნახევარფინალური მატჩი არადამაჯერებლად ჩაატარეს და დამსახურებლად დამარცხდნენ. ენრიკეს გუნდი ჯერ კიდევ ბონუჩის გაძევებამდე მეტოქეზე უკეთსი იყო და მას შემდეგ, რაც აძურა 10 კაცით დარჩა, მითუმეტეს. 

Nations League | Italy 1-2 Spain: Bonucci sees Roja - Football Italia

ბელგიელებმა კი საფრანგეთთან პირველ ტაიმში მოპოვებული 2-ბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 2:3 დამარცხდნენ, რითაც „ოქროს თაობამ“ რაიმე ტიტულის მოგების კიდევ ერთი რეალური შანსი გაუშვა ხელიდან.

მარტინესის შეგირდებმა პირველი ტაიმი საუცხოოდ ჩაატარეს, რომლის შედეგადაც 2 ბურთზე მეტის გატანაც შეეძლოთ, თუმცა რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა მეორე ნახევარი. ლუკაკუ და აზარი მოედანზე აღარ ჩანდნენ, მაშინ როდესაც პარალელურად, მათმა ვიზავიებმა მბაპემ და ბენზემამ საკუთარი გუნდი ფინალში გაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნახევარფინალში მარცხის შემდეგ, ტიბო კურტუამ იტალიასთან მატჩს სრული უაზრობა უწოდა, ალბათ დღეს ძირითადთან მიახლოვებულ შემადგენლობებს ვიხილავთ, რომელშიც გუნდები ყველაფრის ფასად გამარჯვების მოპოვებას ნაკლებად შეეცდებიან, რადგან მატჩის სტატუსი არ არის ისეთი, რომ ფეხბურთელებმა გამარჯვების მოპოვება ტრავმის ფასადაც კი სცადონ.

სავარაუდო შემადგენლობები:

იტალია: დონარუმა - კალაბრია, კიელინი, აჩერბი, დიმარკო - პელეგრინი, ლოკატელი, ბარელა - ბერარდი, რასპადორი, კიეზა.

ბელგია: მინოლე, ტეატე, ბოიატა, ვერტონგენი, ფოკეტი, ვანაკენი, ვიტსელი, ტროსარი, სალემაკერსი, ლუკაკუ.