ავტორიზაცია

ბორუსია დორტმუნდმა ჰოლანდის შემცვლელი მისივე ყოფილ გუნდში იპოვნა

ბორუსია დორტმუნდმა ჰოლანდის შემცვლელი მისივე ყოფილ გუნდში იპოვნა
თარიღი 10 ოქტ 2021, 17:09

დორტმუნდის „ბორუსია“ მომავალ ზაფხულს ერლინგ ჰოლანდის წასვლის შემთხვევაში „ზალცბურგის“ შემტევის გადაბირებას შეეცდება.

საუბარია ახალგაზრდა კარიმ ადეიემიზე, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ყველას ყურადღება მიიპყრო.

19 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის საწყის 2 მატჩში 4 პენალტი აიკიდა და თავისი გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდი მომავალ ზაფხულს მათ გუნდს დატოვებს, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია, „ფუტკრები“ სწორედ ადეიემის გადაბირებას შეეცდებიან.

ავსტრიის ჩემპიონატის 10 მატჩში ადეიემიმ 8 გოლის გატანა გატანა მოახერხა, მისი გუნდი კი 30 ქულით ცხრილს ლიდერობს და უახლოეს ლიდერს 10 ქულით უსწრებს.

საინტერესოა, რომ თავად ჰოლანდიც „ბორუსიამ“ 2020 წელს სწორედ „ზალცბურგიდან“ გადაიბირა.