ავტორიზაცია

ჯანლუიჯი დონარუმა - იტალიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი ბოლო 56 წლის განმავლობაში

ჯანლუიჯი დონარუმა - იტალიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი ბოლო 56 წლის განმავლობაში
თარიღი 10 ოქტ 2021, 17:50

ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის მიმდინარე მატჩზე იტალიის ნაკრები კაპიტნის სამკლაურით ჯანლუიჯი დონარუმამ გაიყვანა.

შეხვედრაში, რომელიც ტურინში იმართება, იტალიის ნაკრების მეტოქე ბელგიაა, რომელიც ნახევარფინალში საფრანგეთთან დამარცხდა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი მოედანზე ევრო 2020-ს საუკეთესო ფეხბურთელმა, ჯანლუიჯი დონარუმამ გაიყვანა.

22 წლის ასაკში „პარი სენ-ჟერმენი“ 1965 წლის შემდეგ იტალიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა.

56 წლის წინ იტალიას ჯანი რივერამ უკაპიტნა, რომელიც იმდროისთვის მხოლოდ 21 წლის იყო. მას შემდეგ, იტალია მოედანზე ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელს კაპიტნის რანგში აღარ გაუყვანია.

ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალია ესპანეთთან დამარცხდა და 37-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.