ავტორიზაცია

VIDEO: ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის მატჩში იტალიამ ბელგიას მინიმალური სხვაობით მოუგო

თარიღი 10 ოქტ 2021, 19:09

უეფას ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის მატჩში იტალიის ნაკრებმა ტურინში, "იუვენტუსის" საშინაო არენა "ალიანც სტედიუმზე" ბელგიის ნაკრებს უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "სკუადრა აძურას" გამარჯვებით დასრულდა - 2:1.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, შეხვედრაში ანგარიში მეორე ნახევრის სტარტზევე გაიხსნა - 46-ე წუთზე, ნიკოლო ბარელამ იტალიელები დააწინაურა.

65-ე წუთზე, დომენიკო ბერარდიმ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, საბოლოო შედეგი კი 86-ე წუთზე ბელგიელთა ნახევარმცველმა, შარლ დე კეტელარემ დააფიქსირა.

ცნობისთვის, ერთა ლიგის ფინალური დაპირისპირება დღეს გაიმართება, სადაც ერთმანეთს ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდებიან.