"ოქროს ბურთის პრეტენდენტთა სიაში უნდა იყოს", - რივალდომ თავისი ფავორიტი დაასახელა
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, რივალდომ "ლივერპულის" ფორვარდ მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა.
"ეგვიპტელმა სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო, შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს, "მანჩესტერ სიტის" კარში სენსაციური გოლი გაიტანა", - ციტირებს ლეგენდარული ბრაზილიელის სიტყვებს Betfair.
"პლანეტის ურთულეს ტურნირებზე - პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი მაჩვენებლების წყალობით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა".
"როცა ასეთი მაღალი მოთხოვნების ფონზე საკუთარ თავს ასე ბრწყინვალედ წარმოაჩენ, მაშინ ტოპ-ფეხბურთელი ხარ, რომელიც "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სიაში ყოფნას იმსახურებს, ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს", - დასძინა რივალდომ.
მიმდინარე სეზონში 29 წლის ეგვიპტელმა ყველა ტურნირზე ერთად "ლივერპულის" მაისურით 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.
"ამჟამად სალაჰი მესისა და რონალდუზე უკეთესია", - ჩელსის ყოფილი თავდამსხმელი